Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

2. სოფელი თმოგვი - ვანის ქვაბები 


სოფელი თმოგვის ამაჟამინდელი ტერიტორია შუა საუკუნეების საქართველოში ჯავახეთის ცენტრს წარმოადგენდა და ქალაქ თმოგვად იწოდებოდა. ამ სოფელში შეიძლება ტიპიური მესხური სახლების, საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო ინვენტარის დავალიერება. აქ უხვადაა ტერასული ბაღები, კლდეში ნაკვეთი საწნახელები, სარწყავი არხები. მარშრუტს აგვირგვინებს კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის ვანის ქვაბების ვიზიტი. შთამბეჭდავი სანახავია კომპლექსის გვირაბები, გუმბათიანი ეკლესია, კლდეში ნაკვეთი სათავსოები, გალავნისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ფრაგმენტები. 
 
ღირშესანიშნაობები:
სოფელი თმოგვი.
წუნდის ეკლესია.

ვანის ქვაბები.

ერთდღიანი მარშრუტი
ბილიკი იწყება სოფელ თმოგვთან ახლოსმდებარე წუნდის ტბასთან და გრძელდება იოანე ნათლისმცემლის სახელობის წუნდის ეკლესიის (XII-XIII სს.) მიმართულებით. შესაძლებელია ტერასული ტიპის ბაღების ნახვა. ვანის ქვაბებისკენ მიმავალ ბილიკზე შესაძლებელია არეშის გამოქვაბულების შორიდან დანახვა. გამოქვაბულების ქვემოთ კი ყანებია, ამ ადგილებს ადრე ბერთა ყანებს ეძახდნენ. აქ მრავალი ყორღანული ტიპის სამარხი მდებარეობს. მთის წვერზე შენიშნავთ წმინდა ნინოს ჯვარს, ამ მთიდან არაჩვეულებრივად მოსჩანს თმოგვის ციხე და მთლიანად მდინარე მტკვრის ხეობა. მარშრუტს განვაგრძობთ ვანის ქვაბების მიმართულებით. ბილიკს დავასრულებთ კლდეში ნაგები თეთრი ეკლესიის და ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მონახულებით.
აქვეა უგემრიელესი წყარო და წიწვოვანი ტყე. 
ბილიკი მთავრდება ვანის ქვაბებთან.

საშუალო სირთულის მარშრუტი.
მარშრუტის სიგრძე: 6,0 კმ.
ტურის ხანგრძლივობა: 5 საათი.
ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლე: 1200 მ.
ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე: 1650 მ.
სატრანსპორტო საშუალება: ქვეითად ან ცხენით.
რეკომენდაციები: თან იქონიეთ საგზალი